Sunday, September 20, 2009
ახალციხე
ახალციხე
ახალციხე წყაროებში XII საუკუნიდან იხსენიება.მისი ძველი სახელია ლომსია. XIII-XVII სს-ში ციხე-ქალაქი სამცხე ათაბაგ ჯაყელს ეკუთვნოდა და ამ საგვარეულოს მფლობელობაში იყო. ცენტრი.მდებარეობს ახალციხის ქვაბულში, მდინარე ფოცხოვრის ორივე ნაპირზე, ზღვის დონიდან 1000 მ. სიმაღლეზე.
1578 წელს ოსმალებმა დაიპყრეს, ხოლო 1628 წელიდან ახალციხის საფაშოს ცენტრი გახდა. ახალი ახალციხის მშენებლობა დაიწყო 1829 წელს. ოფიციალურად ქალაქად გამოცხადდა 1840 წელს.
ახალციხე სამცხის ადმინისტრაციული ცენტრი იყო. ძველ ნაწილში შემორჩენილია ციხე, სასახლე, მეჩეთი. ახალციხეშია ჯაყელების ციხე-სიმაგრე (XIII-XIVსს.) ახალციხის მახლობლადაა საფარის მონასტრის კომპლექსი. ახალციხეში არის ახალციხის ეპარქიის კათედრა
საფარა
საფარის სამონასტრო კომპლექსი არსებობდა IX საუკუნიდან . იგი ტყიან ხეობაშია ჩაძირული. მასში შედის წმინდა საბას, წმინდა სტეფანეს, ღვთისმსობლის მიძინების ეკლესიები და ორსართულიანი სამრეკლო. საფარის მონასტერი დაარსესა ადგილობრივმა დიდებულებმა ჯაყელებმა.
ხერთვისის ციხე
ხერთვისის ციხე მდებარეობს არტაანისა და ჯავახეთის მტკვრის შესართავთან. აშენების ზუსტი თარიღი უცნობია. იგი რამდენჯერმე იქნა რეკონსტრუირებული. გალავნის შიგნით არის შიდა ციხე სქელი კდეებითა და კოშკებით. 985 წლით დათარიღებულია პატარა ეკლესია, საცხოვრებელი და სასაწყობო ნანგრევები.
ვარძია
ვარძია , კლდეში ნაკვეთი სამონასტრო ანსამბლი, XII-XIII საუკუნეების მხატვრული კულტურის ძეგლია. მდებარეობს ისტორიულ ჯავახეთში, აპინძის რაიონში. მტკვრის მარცხენა ნაპირზე.
ხალხური თქმულებით, რომელიც სავარაუდოდ მხოლოდ ლექსიკურ მსგავსებას ემყარება, სახელწოდება „ ვარძია“-ზე შემდეგი ლეგენდაა ცნობილი . ერთხელ თამარი ჯერ კიდევ ბავშვი იყო, ბიძასთან ერთად დაუმთავრებელი კომპლექსის გამოქვაბულში თამაშობდა. გარკვეულ მომენტში ბიძამ ბავშვი თვალთახედვიდან დაკარგა გამოქვაბულის ლაბირინთებში და მას ძებნა დაუწყო. მცირეწლოვანი თამარი ასე გამოეხმაურა: „ აქ ვარ ძია!“. გიორგი III-ს ბრძანებით კომპლექსს ამ გამოხმაურების საფუძველზე დაურქმევია სახელი.
1938 წელს ვარძია მუზეუმ- ნაკრძალად გამოცხადდა. მიკვლეულ იქნა 3 კულტურის ფენა: ადრინდელი შუა საუკუნეებისა, XII საუკუნისა და XIII-XIV საუკუნეები. აღმოჩნდა მოჭიქული კერამიკის მრავალფეროვანი ნიმუშები, ქაშანურის ფრაგმენტები, ლითონის სადნობი, სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთი და იარაღი.
ვარძიის სამონასტრო კომპლექსი გამოკვეთილია ერუშეთის მთის კალთაზე თუფბრექიჩიების შერეულ კლდეში, განლაგებულია 13 სართულად. შედგება ისტორიულად ჩამოყალიბებული 2 ნაწილისაგან - ვარძიის მონასტრისა და უფრო ადრინდელი ხანის( X-XIIსაუკუნეები) კლდის ანანურისაგან. მშენებლობა რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობდა.
I ეტაპზე, გიორგი III -ის მეფობის წლებში(1156-1184წ.), შემუშავდა გეგმა და გამოიკვეთა პირველი სენაკები ეკლესიებითურთ. II ეტაპზე(1184-1185წ.) არსებული გეგმა ნაწილობრივ შეიცვალა. თამარ მეფის მითითებით ჩატარდა მონასტრის ცენტრის რეკონსტრუქცია, კლდეში გამოკვეთეს ღვთისმშობლის მიძინების დიდი დარბაზული ტაძარი სტოა-პორტიკით. ტაძარი მოხატა მხატვარმა გიორგიმ, მხატვართა ჯგუფმა ქართლის ერისთავის რატი სურამელაშილის თაოსნობით და სახსრებით. III ეტაპზე (1185-1203წ.) დამთავრდა სათავსებისა და მონაზონთა სენაკების, აგრეთვე თავდაცვით და საირიგაციო ნაგებობათა გამოკვეთა. IV ეტაპი დაკავშირებულია 1283 წლის მიწისძვრასთან.
აქ ბექა ჯაყელი-ციხისჯვრელის ათაბაგობის ხანაში (1285-1306) ააგეს ორთაღიანი ნაგებობა სტოა-პორტიკის გასამაგრებლად და ორსართულიანი მოჩუქურთმებული სამრეკლო. მშენებლობის V ეტაპზე, ივანე ათაბაგის დროს, შეიქმნა დიდი სატრაპეზო.
Subscribe to:
Posts (Atom)